30 დღეში ახალციხეში 24 ტენდერი არ შედგა

292

30 დღის განმავლობაში ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ გამოცხადებული 24 ტენდერი არ შედგა, მათ შორისაა უკვე მეორედ გამოცხადებული ტენდერი, რომელიც ახალციხეში, ხელოვნური ტბის მიმდებარედ არსებული შადრევანის რეაბილიტაციას გულისხმობს, — ინფორმაცია სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ვებ გვერდზეა გამოქვეყნებული. ამის შესახებ toktv.ge წერს.

ახალციხის მერიამ შადრევანის რეაბილიტაციისთვის ტენდერი ორჯერ და ორჯერვე ერთსა და იმავე თანხაზე, 250 ათას ლარზე გამოაცხადა, თუმცა ტენდერი არც ამჯერად შედგა.

როგორც მუნიციპალიტეტის მერიაში გვეუბნებიან, რომ ტენდერებში მონაწილეობის მიღების სურვილი არცერთ კომპანიას გამოუთქვამს. მერიაში იუწყებიან, რომ ტენდერებს ხელახლა გამოაცხადებენ.

არ შემდგარი ტენდერები გულისხმობდა ახალციხეში სკვერების, საფეხბურთო მოედნების და სხვა ინფრასტრუქტურული სამუშაოების შესრულებას. ასევე, ტენდერები, იგივე მიზნებით იყო გამოცხადებული ახალციხის რამდენიმე სოფლისთვისაც.

ახალციხეში სკვერების, საფეხბურთო მოედნების და სხვა ინფრასტრუქტურული სამუშაოების შესრულების მიზნით გამოცხადებული ტენდერები არ შედგა. ასევე, ტენდერები, იგივე მიზნებით იყო გამოცხადებული ახალციხის რამდენიმე სოფლისთვისაც.