ქუთაისში ბევრი ამბობდა, რომ თქვენ ვერ მოუგებთ ე.წ. ძველი ბიჭების ინსტიტუტს, სუსს, ფულს და ასე შემდეგ, მაგრამ ჩვენ ეს შევძელით – ამის შესახებ ქუთაისის მერობის ოპოზიციის კანდიდატმა ხატია დეკანოიძემ განაცხადა.
მისი თქმით, წარმოუდგენელი მასშტაბის მანიცუპლაციების მიუხედავად, ქუთაისში ოპოზიციამ აჩვენა ღირსეული შედეგი და ეს შედეგი არის მნიშვნელოვანი.
რაც შეეხება მოლოდინს მეორე ტურთან დაკავშირებით, მისი თქმით, ოპოტიმისტური განწყობა აქვს.
“ძალიან ბერვრს არ ეგონა რომ ეს შედეგი დადგებოდა პირველ ტურში. ყველაზე დიდი მნიშვნელობა რასაც აქვს, ესაა, რომ რეჟიმის რღვევა დაიწყო და ადამიანებმა მართლაც დაიჯერეს გამარჯვების და იმის, რომ ბიძინა ივანიშვილის დამარცხება ამ დიდ ქალაქებში შესაძლებელია. ქუთაისში ბევრი ამბობდა, რომ თქვენ ვერ მოუგებთ ე.წ. ძველი ბიჭების ინსტიტუტს, სუსს, ფულს და ასე შემდეგ, მაგრამ ჩვენ ეს შევძელით, ძალიან დიდი შემარტებით და ყველგან, განწყობა არის ოპოტიმისტური მე დარწმუნებული ვარ, რომ ქართული ოცნების რღვევა არის გარდაუვალი”- განაცხადა დეკანოიძემ.
კითხვაზე, ენდობა თუ არა არჩევნების შედეგებს, დეკანოიძემ აღნიშნა, რომ დიდი ქალაქების შედეგები გამოხატავს მოსახლეობის ნებას.
“ეს შედეგები ასახავს საქართველოს მოქალაქეების ნებას, განსაკუთრებით დიდ ქალაქებში, მიუხედავად იმ ძალიან დიდი შედეგისა, იმ მანიცულაციების შედეგად აღებული ქართული ოცნების მხრიდან, რაც მათ დანამდვილებით არ ეკუთვნით, სამწუხაროდ, ქართულ ოცნებას გადაექცა ჩვევად მიიტაცოს არჩევნები”- აღნიშნა მან.
მან მადლობა გადაუხადა ყველას, ვინც ქუთაისაა და საქართველოში არჩევნების ეს შედეგები უზრუნველყო.
“დიახ, ოპოზიცია დიდ ქალაქებში მეორე ტურშია, ყველას დიდი მადლობა მინდა გადავუხადო და ასევე, არ შემიძლია დიდი მოწიწებით არ ვახსენო ჩემი ქუთაისი. დიდი მადლობა, მადლობა ნდობისთვის, მადლობა იმისთვის, რომ წარმოუდგენელი ზეწოლის ფონზე, მე ვხედავდი როგორი იყო დამოკიდებულება ძალადობრივი მანქანის და სისტემის, თქვენ მოხვედით და მოგვეცით ხმა… ჩვენ ბრძოლას საქართველოს მოქალაქეებთან ერთად მივიყვანთ ბოლომდე”, – განაცხადა ხატია დეკანოიძემ.