“ნაციონალური მოძრაობის” წევრი ზვიად კუპრავა დააკავეს. როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, ზვიად კუპრავას ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე და 166-ე მუხლებით ედება ბრალი, რაც წვრილმან ხულიგნობასა და პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევას გულისხმობს.
ცნობისთვის, სამართალდამცავებმა “ნაციონალური მოძრაობის” წევრი ზვიად კუპრავა 52-ე საარჩევნო უბანთან დააკავეს. ზვიად კუპრავა კომისიის თავმჯდომარეს გაყალბებაში ადანაშაულებდა.