52-ე საარჩევნო უბანზე ხმაური იყო – პოლიციამ ზვიად კუპრავა ტერიტორიიდან გაიყვანა

295

52-ე საარჩევნო უბანზე ხმაური იყო. ადგილზე სამართალდამცავები იმყოფებიან, რომლებმაც “ნაციონალური მოძრაობის” წევრი ზვიად კუპრავა შენობიდან გაიყვანეს და მანქანით ტერიტორიიდან განარიდეს.

„გამიშვით, მანდატით ვსარგებლობ! 52-ე უბანი გაყალბებულია! “ – მიმართა ზვიად კუპრავამ სამართალდამცავებს.

ზვიად კუპრავა კომისიის თავმჯდომარეს გაყალბებაში ადანაშაულებდა.

ადგილზე კვლავ რჩებიან სამართალდამცავები.