ზუგდიდში, N8-ე საარჩევნო უბანზე ცოტა ხნის წინ ხმაური იყო – დარღვევები გადასატან ყუთებში ჩაწერილ ამომრჩევლებთან დაკავშირებით გამოვლინდა. ინფორმაციას მთავარი არხი ავრცელებს.
N8-ე საარჩევნო უბანზე ცოტა ხნის წინ ხმაური იყო. საარჩევნო უბანზე მისულ ამომრჩეველს ხმის მიცემის უფლება არ მისცეს და უთხრეს რომ ის გადასატანი ყუთის სიაშია. თავად ამომრჩეველი ამბობს, რომ გადასატანი ყუთის მოთხოვნის განცხადება დაწერილი არ ჰქონდა.
დაიწერა საჩივარი, თუმცა მიზეზზე, როგორ და რატომ აღმოჩნდა ამომრჩეველი გადასატანი ყუთის სიაში, კომისიის თავმჯდომარე განმარტებას ვერ აკეთებს.
“არ ვიცი, მე ვერ შევაფასებ მის მდგომარეობას, არიან პირები, რომლებსაც გადაადგილება შეუძლიათ, მაგრამ ფსიქო-ემოციური, ან სხვა მდგომარეობიდან გამომდინარე, ალბათ, არ შეუძლიათ, მოსვლა უბანზე. სიაში აღმოჩნდა თავისივე განცხადების მიერ. კომისიის წევრები იყვნენ მასთან სახლში და გადამოწმდა. მერე რომ ვაჩვენეთ თავისივე განცხადება ენმ-ის კომისიის წევრს შემოახია თავისივე განცხადება და კივილ-წივილით გავიდა უბნიდან”,- ამბობს კომისიის თავმჯდომარე.
ენმ-ის კომისიის წევრი ამბობს, რომ ამომრჩეველს გამოუტანეს თავისი განცხადება ნამდვილობა გვინდოდა გაეგოთ, მან კი “არც კი დახედა განცხადებას ისე დამიხია”.
“ალბათ რაღაც ფსიქიკური აშლილობების ფონზე მოვიდა უბანზე, მაგრამ აღმოფხვრილი იქნა. შევამჩნიეთ, რომ სიაში იყო და გაძევებულ იქნა უბნიდან. გამოვუტანეთ თავისი განცხადება ნამდვილობა გვინდოდა გაგვეგო, არც კი დახედა განცხადებას ისე დამიხია”,- ამბობს კომისიის წევრი.