მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ქსოვრისში ახალი საექიმო ამბულატორია გაიხსნა. ამის შესახებ ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
უწყების ცნობით, სოფელ ქსოვრისში ახლად გახსნილი ამბულატორია ადგილობრივ მოსახლეობას პირველად სამედიცინო მომსახურებას ახალ გარემოში გაუწევს.
„ამბულატორია აღჭურვილია პირველადი ჯანდაცვის ცენტრისთვის ყველა საჭირო სამედიცინო ინვენტარით და 2800 ბენეფიციარს მოემსახურება. ახალ ამბულატორიაში covid-19 -ის ვირუსის პრევენციის მიზნით, დაიწყო მოსახლეობის კოვიდ 19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაცია.
ახალი ამბულატორია საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და
გადაუდებელი დახმარების ცენტრის დირექტორმა ალექსანდრე კალანდიამ საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე დიმიტრი ხუნდაძესთან და და მცხეთა-მთიანეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულ დავით ნოზაძესთან ერთად მოინახულა“, – ნათქვამია ინფორმაციაში.