ახალციხის მერიის ნარჩენების მართვის გეგმას მონიტორინგს ასოციაცია ტოლერანტი გაუწევს

260

ევროპასთან ასოცირების ხელშეკრულების ფარგლებში, საქართველოს ყველა მუნიციპალიტეტი ვალდებული იყო ნარჩენების მართვის ხუთ წლიანი გეგმა შეემუშავებინა. ახალციხის მუნიციპალიტეტმა ნარჩენების მართვის გეგმა 2018 წელს შეიმუშავა და განხორციელებისთვის ვადა 2022 წლამდე მიეცა. როგორ ახოცრციელებს ახალციხის მუნიციპალიტეტი აღებულ ვალდებულებას ჯერ — ჯერობით შესაბამისი ანგარიში არ გამოქვეყნებულა, ხოლო ბოლო წლის მუშაობის მონიტორინგს ასოციაცია ტოლერანტი განახორციელებს. ამის შესახებ tok.tv.ge წერს.

ორგანიზაციის ხელმძღვანელის, ცირა მესხიშვილის თქმით, მოსახლეობისთვის გაიმართება საინფორმაციო კამპანია ნარჩენების მართვასთან დაკავშირებით, რომელშიც სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის  ეკოლოგიის სტუდენტებიც ჩაერთვებიან.