აჭარაში “რომაული ფესტივალი” ჩატარდება

593

აჭარაში რომაული ფესტივალი გაიმართება, – ამის შესახებ ინფორმაციას აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტო ავრცელებს.

გავრცელებული ფოტო-მასალის თანახმად, ღონისძიება გონიოში, კერძოდ, გონიოს ციხეში 18 სექტემბერს ჩატარდება. იგი 16:00 საათზე დაიწყება და 22:00 საათზე დაიხურება.

ფესტივალის ფარგლებში, დაგეგმილია რომაული კულტურის შესაბამისი ისეთი აქტივობების გამართვა, როგორებიცაა: ბერძნულ-რომაული ჭიდაობა, რომაული ცეკვა, რომაული ქორწილი, გლადიატორთა ორთაბრძოლა, ტურნირი მშვილდოსნობაში და სხვა.

ღონისძიებაზე შესაძლებელი იქნება რომაული სამზარეულოს დეგუსტაციაც. დასწრება თავისუფალია.