ფორმულა: უჩა მამაცაშვილის სასტუმროს კულტურული მემკვიდრეობის ზონაში მოცულობა გაუზარდეს

339

ფორმულას ინფორმაციით, მელიქიშვილის გამზირზე, რომლის რეაბილიტაციაც რამდენიმე დღის წინ დაიწყო, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ზონაში მშენებარე უჩა მამაცაშვილის სასტუმროს, თბილისის მერიისა და კულტურის სამინისტროს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის საბჭოს გადაწყვეტილებით, მშენებლობის გაფართოების ნებართვა მიეცა.

ფორმულას ინფორმაციითვე, მრავალფუნქციურ კომპლექსზე, რომლის სართულიანობაც აქამდე მიწის დონიდან ზემოთ 7 სართულს შეადგენდა, საბჭოს ახალი ბრძანებით, კიდევ 1 სართულს დააშენებენ და გახდება 8 სართულიანი მრავალფუნქციური შენობა.

დამატებითი დეტალები ნახეთ ფორმულას მთავარ გამოშვებაში 20:00 საათზე.