თბილისის ერთ-ერთ ქუჩას ზურა დოიჯაშვილის სახელი მიენიჭება

344

თბილისის ერთ-ერთ ქუჩას ზურა დაოიჯაშვილის სახელი მიენიჭება. ინფორმაციას ქუჩის ბიჭების ყოფილი წევრი და სამცხე-ჯავახეთის რწმუნებულის მოადგილე ზურა ხაჩიძე სოციალურ ქსელში ავრცელებს.

“გილოცავ ჩემო ზურა და ყველას ვულოცავ ვისაც ჩვენი ზურა დოიჯაშვილი უყვარს! საკრებულომ მიიღო გადაწყვეტილება, რომ ზურა დოიჯაშვილის სახელი მიენიჭება ქუჩას სადაც ის დაიბადა და გაიზარდა”. – წერს მომღერალი.

მომღერალი თავისუფლების მოედანთან ახლოს, შოთა ნიშნიანიძის ქუჩაზე, 19 ნომერში ცხოვრობდა. ქუჩის ნაწილს, რომელიც დოიჯაშვილის სახლს მოიცავს, მისი სახელი ეწოდა.

ზურა დოიჯაშვილი ქართულ სცენაზე 90-იანი წლებში გამოჩნდა. მისი ყველაზე ცნობილი სიმღერაა მელიქიშვილის გამზირი, მონაწილეობდა სხვადასხვა სატელევიზიო შოუებში, შესრულებული აქვს როლი სერიალში ცხელი ძაღლი. 2020 წელს ფილარმონიასთან გაიხსნა მომღერლის სახელობის ვარსკვლავი. გარდაიცვალა 2021 წლის 14 თებერვალს, მძიმე დაავადებასთან ხანგრძლივი ბრძოლის შემდეგ.