“ფლანგვის დეტქტორმა” ვანში კორუფციის რისკის მქონე ტენდერები გამოავლინა

290

შემდეგი სტატია

ვანის მერიამ ხალხის ფულის დარიგება ოცნების კოორდინატორებზე დაიწყო. “ქართული ოცნების” ე.წ. კოორდინატორისა და შტაბის უფროსის კომპანიამ, არჩევნების წინ, ვანის ბიუჯეტიდან 155 000 ლარზე მეტი მიიღო, ინფორმაციას ამის შესახებ “ფლანგვის დეტექტორი” ავრცელებს.

“ფლანგვის დეტექტორის”  ინფორმაციით, ვანის ადგილობრივი მთავრობა კვლავაც კორუფციის მაღალი რისკის ქვეშ ახმარს მმართველ პარტიასთან დაახლოებულ კერძო პირებს საკუთარი მუნიციპალიტეტის ბიუჯეტს.

2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების წინ ვანის მერიამ მას ჯამში 80 000 ლარი მისცა, ხოლო 75 500 ლარი 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ, ტენდერის გვერდის ავლით მიიღო.

ბესიკ შუბლაძე წინა წლებში ქართული ოცნების ე.წ. კოორდინატორი იყო, ხოლო 2021 წლიდან საკუთარ სოფელში საარჩევნო შტაბს ხელმძღვანელობს.