ყოფილი პრემიერის, გიორგი გახარიას პარტია ლენტეხში ერთი ოჯახის სამმა წევრმა დატოვა.
ადგილობრივ საოლქო საარჩევნო კომისიას პროპორციული სიიდან რეგისტრაციის გაუქმების მოთხოვნით სიის მეოთხე ნომერმა, ლალი ტვილდიანმა მიმართა. ამასთანავე პროპორციული სიიდან რეგისტრაციის გაუქმება მოითხოვეს მისმა მეუღლემ, ამირდონ ბაბლუანმა და შვილმა, ლაშა ბაბლუანმა. მათ ასევე მიიღეს გადაწყვეტილება პარტიის დატოვების თაობაზე.