ვერც 5 000 ლარით, ვერც დაჭერებით ვერ შეგვაშინებთ – “დროა” ჯარიმის გასაჩივრებას გეგმავს

353

წინა სტატია

პარტია “დროა” მათ წევრებზე დაკისრებული ჯარიმის გასაჩივრებას გეგმავს. საქმე ეხება ლექსო ლაშქარავას მკვლელობის გაპროტესტების დროს მთავრობის ადმინისტრაციის წინ შადრევანში წითელი საღებავის ჩასხმას. ამის გამო “დროას” წევრები” ნათია ლეთოდიანი და შუშანა მაცაბერიძე  5 000 ლარით დააჯარიმეს.

“მერიაში უნდა მივიდეთ, გამოვითხოვოთ ეს ოქმი, რაც შეადგინა მუნიციპალურმა ინსპექციამ და შემდეგ უკვე მერიის ურიდიულ დეპარტამენტში უნდა გავასაჩივროთ. აქედან პასუხი რომ მოვა მერე მივდივართ უკვე სასამართლოში.

ჩვენ ვერ გაგავაჩერებთ, ვერ შეგვაშინებთ ვერც 5 000 ლარით, ვერც 10 000 და ვერც 20 000 ლარით, ვერც დაჭერებით და ვერც კაპეზეზე ღამის გათენებით. პროტესტი გაგრძელდება და ყველა იმ უსამართლობას გაეცემა პასუხი, რასაც ისინი დღემდე ამ ქვეყანას უკეთებენ”, – თქვა “დროას” წევრმა, შუშანა მაცაბერიძემ.