პარტია “დროას” ლიდერის ელენე ხოშტარიას ინფორმაციით, აქტივისტი ნათია ლეთოდიანი, რომელმაც ლექსო ლაშქარავას მკვლელობის გასაპროტესტებლად მთავრობის ადმინისტრაციასთან მდებარე შადრევანი წითლად შეღება, 5 000 ლარით დააჯარიმეს.
ხოშტარია წერს, რომ ამ დროს უცნობი ბერლინის კედლის მონუმენტის დაზიანებისთვის 1 000 ლარით დაჯარიმდა.
“უცნობმა რომ ბერლინის კედლის მონუმენტი დააზიანა, ხომ გახსოვთ? აღშფოთებების მერე 1 000 ლარით დააჯარიმეს. ნათია ლეთოდიანმა რომ შადრევანში წითელი აკვარელი ჩაასხა, ლექსო ლაშქარავას მკვლელობის გასაპროტესტებლად, 5 000 ლარით დააჯარიმეს. ჩვენ ვერაფერს დაგვაკლებთ, მაგრამ თავს კი იმაიმუნებთ მერიავ”, – წერს ხოშტარია.
გარდა ამისა, ასევე შადრევანში წითელი აკვარელის ჩასხმისთვის დააჯარიმეს აქტივისტი შუშანა მაცაბერიძეც. ამის შესახებ ის Facebook-ზე წერს.