“ნაციონალურმა მოძრაობამ“ ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში პარტიის სია დაარეგისტრირა

374

“ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში პარტიის სია დაარეგისტრირა. თბილისის საკრებულოში პარტიული სიის ათეული შემდეგნაირად გამოიყურება: სოფო ჯაფარიძე, თორნიკე ბიკაშვილი, ანა გოგოლაძე, ირაკლი ეძგვერაძე, ირაკლი ნადირაძე, ლილე ლიპარტელიანი, მამუკა გუგეშაშვილი, მიხეილ კაკაურიძე, ნინო კვიტაიშვილი და შოთა გრიგოლია.

ცნობისთვის, პარტიებს სიების წარსადგენად ვადა დღეს, 18:00 საათზე ეწურებათ.