პოლიტიკოს გიგი უგულავას ფოთში მერობის კანდიდატად რეგისტრაციისთვის საჭირო ცნობა მისცეს. ამის შესახებ ის Facebook-ზე წერს.
“როგორც ეროვნული მოძრაობის დროს ამბობდნენ, კრემლმა უკან დაიხია. საბუთი ანუ ჯადო ჩემს ხელშია. ბრძოლა გრძელდება გამარჯვებამდე”, – დაწერა უგულავამ.
გუშინ, 31 აგვისტოს უგულავამ თქვა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო ფოთში მერობის კანდიდატად რეგისტრაციისთვის საჭირო ცნობას არ აძლევს. კერძოდ, ცნობა არ გასცა შსს-ს მომსახურების სააგენტომ.