ვინ არიან ოპოზიციის ნაწილის ბათუმის მერობისა და საკრებულოს წევრობის კანდიდატები

405

ოპოზიციის ნაწილმა ბათუმის მერობის კანდიდატად გიორგი კირთაძე დაასახელა. ის საზოგადოებას „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ ნიკა მელიამ 21 აგვისტოს წარუდგინა.

ამასთან, ბათუმში „ნაციონალურმა მოძრაობამ“ საკრებულოს დეპუტატობის კანდიდატები დაასახელა. მათი შემადგენლობა ასეთია: კახა ქაშიბაძე, რევაზ ხარაზი, თეკლა გავაზაშვილი, ლაშა კილაბერია, მამუკა ქობულაძე, ნატო ნაცარაშვილი, ალეკო ვარშალომიძე, ილო ჯინჭარაძე, ქეთი ლასტაკანიძე, ბაჩი მექვაბრიშვილი, ირაკლი ზოიძე, ეკა ზარია, ლევან გორგილაძე, როინ დვალი, ელიზა ეფაძე.