ახალციხეში რუსთაველის ქუჩაზე, რეაბილიტირებულ № 103 კორპუსში, სადარბაზოებში განათება არ არის. ამის შესახებ სამხრეთის კარიბჭე წერს.
,,კორპუსი კი გარემონტდა, მაგრამ სინათლე სადარბაზოებში არ გვაქვს“.
„სხვაგან რა ხდება არ ვიცი, მაგრამ აქ რომ არ მუშაობს ზუსტად ვიცი. არასდროს არ ანთებულა სადარბაზოს განათება“, – ამბობენ რუსთაველის № 103 მცხოვრებლები.
ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიაში გვეუბნებიან, რომ აღნიშნული პრობლემა მხოლოდ რუსთაველის N103–შია, რაც ტექნიკური ხარვეზითაა გამოწვეული.
„რუსთაველის ქუჩა N103-ში ტექნიკური ხარვეზია, მერიის შესაბამისი სამსახური მუშაობს აღნიშნული პრობლემის მოსაგვარებლად“.
,,ტექნიკური ხარვეზის“ მოგვარებას მოსახლეობა თვეებია რაც ელოდება.