ახალციხის მერიამ ამერიკის საელჩოსგან საჩუქრები მიიღო

358

21 ივლისს ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიას საჩუქრად ამერიკის საელჩოს წარმომადგენლებმა ექვსი გენერატორი, ექვსი კარავი და ერთი ესკავატორი გადასცეს.

ახალციხის მუნიციციპალიტეტის მერის, ზაზა მელიქიძის თქმით, მერია მიღებულ საჩუქრებს ეფექტურად გამოიყენებს:

„რამდენიმე წლის წინ შეხვედრა გვქონდა საელჩოს წარმომადგენლებთან და მათთან ერთად შევთანხმდით, რომ ახალგაზრდებისათვის მოვაწყობდით მუნიციპალიტეტის სხვადასხვა ლოკაციებში საზაფხულო ბანაკებს. ეს კარვები, ძალიან დიდი აღჭურვილობით არის  მაღალი ხარისხის და იმედია პანდემიის განდევნისთანავე ჩვენ შევძლებთ, რომ მიზნობრივად გამოვიყენოთ. რაც შეეხება ექსკავატორ–დამტვირთველს, ძალიან  მობილურია ქალაქის პირობებში მოსახერხებელი და ნებისმიერ სამუშაოსთვის შესაძლებელია მისი გამოყენება“, –  განაცხადა ახალციხის მუნიციპალიტეტის მერმა, ზაზა მელიქიძემ.

საჩუქრების გადაცემის ცერემონიალს აშშ–ს საელჩოს, ეროვნული გვარდიის და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.