კახეთში ახალგაზრდების საჭიროებების კვლევა დაიწყო

522

საქართველოს ახალგაზრდობის სააგენტო ქვეყნის სხვადასხვა რეგიონში, კვლევით კომპანია ACT-სთან ერთად, ახალგაზრდების საჭიროებების კვლევას ახორციელებს. კახეთიდან შერჩეულია ყვარლისა და ლაგოდეხის მუნიციპალიტეტები. ამის შესახებ სპექტრი წერს.

„4 მუნიციპალიტეტში, ბათუმში, გარდაბანში, ადიგენსა და დუშეთში, ფრიდრიხ ებერტის ფონდის მიერ შექმნილი მეთოდოლოგიითა და მხარდაჭერით, კლევა უკვე ჩატარდა, დანარჩენ მუნიციპალიტებში, აქტიურად ვმუშაობთ კვლევით კომპანია ACT–სთან ერთად.

კვლევა, სააგენტოს ერთ–ერთი სარეფორმო მიმართულების „მუნიციპალური ახალგაზრდობის პოლიტიკის განვითარების“ ფარგლებში ხორციელდება. კვლევის შედეგებზე დაყრდნობით აღნიშნულ მუნიციპალიტეტებში ახალგაზრდობის პოლიტიკის დოკუმენტი და სამოქმედო გეგმა შეიქმნება.“ – აცხადებენ ახალგაზრდობის სააგენტოში.

ახალგაზრდების საჭიროებების კვლევა  საქართველოს 10 რეგიონის სულ 14 მუნიციპალიტეტში ტარდება. ესენია: ჩოხატაურის, ამბროლაურის, სენაკის, ხობის, ბაღდათის, საჩხერის, კასპის, ყვარლის, ლაგოდეხის, გარდაბნის, ადიგენის, ბათუმის, თეთრიწყაროსა და დუშეთის მუნიციპალიტეტეტები.