2018 წელს ინფრასტრუქტურის სამინისტროს ბიუჯეტი გაიზრდება

1629

სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის მიხედვით, 2018 წელს, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს დაფინანსება ნახევარი მილიარდი ლარით იზრდება და 1 მილიარდ 830 მილიონი ლარი იქნება, მაშინ, როცა 2017 წელს ის 1,258,047.0 ლარი იყო.

2018 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის თანახმად, რეგიონული და მუნიციპალური ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის თანხა, 2017 წელთან შედარებით, 85 მილიონ 810 ათასი ლარით იზრდება და 262 მილიონი ლარით განისაზღვრება.

აქედან: მთის კურორტებზე ინფრასტრუქტურის მშენებლობა-რეაბილიტაციისთვის 60 მლნ ლარია გათვალისწინებული; მდგრადი ურბანული ტრანსპორტის განვითარების საინვესტიციო პროგრამისთვის – 71.0 მლნ ლარი (თბილისი-რუსთავის საავტომობილო გზის მოდერნიზაცია და ბათუმის ნაპირდაცვისა და სანაპირო ზოლის მოწყობა); საქართველოს ურბანული რეკონსტრუქციისა და განვითარების პროექტისთვის – 45.0 მლნ ლარი; რეგიონული განვითარების პროექტისთვის (კახეთი, იმერეთი, მცხეთა-მთიანეთი და სამცხე-ჯავახეთი) – ჯამში 43.7 მლნ ლარი;

მნიშვნელოვნად იზრდება გზების მშენებლობა-რეკონსტრუქციისათვის გამოყოფილი თანხის ოდენობაც. საგზაო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებისთვის, 2018 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის თანახმად, 2017 წელთან შედარებით, დაფინანსება 434 მილიონ 23 ათასი ლარით იზრდება და ბიუჯეტი 1 მილიარდ 283 მილიონ 200 ათასი ლარით განისაზღვრება.

იგეგმება შემდეგი საავტომობილო გზების მშენებლობა-რეკონსტრუქცია:

თბილისი-სენაკი-ლესელიძის გზის მშენებლობა და რეკონსტრუქცია (ჩუმათელეთი-არგვეთა) – 250.0 მლნ ლარი;

აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული ავტომაგისტრალის დერეფნის გაუმჯობესების პროექტი (ზემო ოსიაური-რიკოთი) – 80.0 მლნ ლარი;

სამტრედია-გრიგოლეთის საავტომობილო გზის მოდერნიზაცია-მშენებლობა – 150.0 მლნ ლარი;

ბათუმის ახალი შემოვლითი გზა – 70.0 მლნ ლარი;

ჩუმათელეთი-ხარაგაულის გზის მონაკვეთის რეაბილიტაცია-რეკონსტრუქცია – 45.0 მლნ ლარი;

ქ. ქობულეთის ახალი შემოვლითი გზა – 30 მლნ ლარი;

ხულო-ზარზმის მონაკვეთის რეაბილიტაცია-რეკონსტრუქცია – 30.0 მლნ ლარი;

აღმოსავლეთ-დასავლეთის სატრანზიტო მაგისტრალი IV (აგარა – ზემო ოსიაური) – 20.0 მლნ ლარი;

ზემო იმერეთი (საჩხერე) – რაჭის დამაკავშირებელი საავტომობილო გზის რეკონსტრუქცია-მშენებლობა – 25 მლნ ლარი;

სნო-ჯუთა-როშკა-შატილი-ომალო-ხადორის ხეობა – ბაწარა – ახმეტის მიმართულებით საავტომობილო გზების რეკონსტრუქცია-მშენებლობა – 20.0 მლნ ლარი;

სენაკი-ფოთი-სარფის საავტომობილო გზის გრიგოლეთი-ჩოლოქის მონაკვეთის მშენებლობა – 60.0 მლნ ლარი;

მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზის ქვეშეთი-კობის მონაკვეთზე საავტომობილო გზის და გვირაბის მშენებლობა – 53.0 მლნ ლარი;

თბილისი-წითელი ხიდის საავტომობილო გზის რუსთავი-წითელი ხიდის მონაკვეთის მშენებლობა – 25.0 მლნ ლარი;

ალგეთი-სადახლოს საავტომობილო გზის მშენებლობა-მოდერნიზაცია – 25.0 მლნ ლარი;

თბილისი-ბაკურციხე-ლაგოდეხის საავტომობილო გზის ლოჭინი-საგარეჯოს მონაკვეთის მშენებლობა – 25.0 მლნ ლარი;

მდინარე რიონზე ფოთის ხიდის მშენებლობა – 10.0 მლნ ლარი;

წყარო: აიპრესი