დღეს გურჯაანში ნონეშვილის გამზირზე სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყო. ტროტუარებზე უკვე აყარეს ფილები და ბორდიურები. ამის შესახებ სპექტრი წერს.
გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, პირველ ეტაპზე მოხდება ოთხი შენობის რეაბილიტაცია. განახლდება „ბებოს ბაღი“ და „პაპას ბაღი“.
პროექტს მუნიციპალური განვითარების ფონდი აფინანსებს.