გლდანის რაიონის გამგეობა მუხიანის აგარაკებზე ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს განაგრძობს. ამჯერად, გზის მოწესრიგება მუხიანი 2-ში, ხანძთის ქუჩაზე სრულდება. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.
მათივე ცნობით, გამგეობის კონტრაქტორი კომპანიის მიერ ჩატარებული სამუშაოების შედეგად, 350 გრძივ მეტრზე მოეწყო სანიაღვრე ქსელი, გზის საფარის დაგება კი, 3 000 კვადრატულ მეტრამდე ფართობზე მიმდინარეობს.სამუშაოებისთვის გამგეობის ბიუჯეტიდან 273 370 ლარი დაიხარჯება.
მიმდინარე პროცესს გლდანის რაიონის გამგებელი ლევან ნაროუშვილი მოადგილესთან ერთად გაეცნო.