საბურთალოს გამგეობა: 6 თვის განმავლობაში ინფრასტრუქტურულ პროექტებზე 8.2 მლნ ლარი დაიხარჯა

349
თბილისი, საბურთალოს რაიონი

საბურთალოს გამგეობის ცნობით, 6 თვის განმავლობაში საგზაო ინფრასტრუქტურა 40 136 კვ.მ ფართობზე მოწესრიგდა.

საბურთალოს გამგეობის მიერ 6 თვის განმავლობაში განხორციელებული სამუშაოების სია ასეთია:

საგზაო ინფრასტრუქტურა 40 136 კვ.მ ფართობზე მოწესრიგდა;
სოფელ დიღომში, გიორგი ბრწყინვალეს ქუჩის კეთილმოწყობა განხორციელდა. პროექტის შდეგად, 11 500 კვ.მ ფართობზე ორფენიანი ასფალტის საფარი დაიგო.

პირველ ეტაპზე, კომპანია „ჯი-ვი-პიმ“ წყლის სისტემა მოაწყო და შემდგომ, მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურმა – წყალარინების ახალი ქსელი.
აღნიშნული პროექტისთვის საბურთალოს გამგეობის ბიუჯეტიდან 1 015 121 ლარი დაიხარჯა.

სკვერი მოეწყო 2 მისამართზე, ხოლო 2 მისამართზე მოწყობა-რეაბილიტაცია მიმდინარეობს. დასასვენებელი სივრცე კი, 3 მისამართზე განახლდა.

ტყვარჩელის ქუჩა N5-ში, სადაც ე.წ. ბარაკების ტიპის საცხოვრებელი სახლების დემონტაჟი განხორციელდა, სკვერი მოეწყო.

პროექტის შედეგად, 1 300 კვ.მ ფართობზე გამწვანების სამუშაოები ჩატარდა და სკვერისთვის ყველა საჭირო ინვენტარი განთავსდა.

აღნიშნულ მისამართზე ე.წ. ბარაკების ტიპის საცხოვრებელი სახლები იყო. დედაქალაქის მერის გადაწყვეტილებით, შედგა შეთანხმება სამშენებლო კომპანიასთან და ადგილმონაცვლეობა განხორციელდა.

პროექტისთვის საბურთალოს გამგეობის ბიუჯეტიდან 250 000 ლარი გამოიყო.

5 მისამართზე საყრდენი კედელი მოეწყო;
1 მისამართზე მიწისქვეშა კომუნიკაციები მოწესრიგდა;
სხვა ინფრასტრუქტურული სამუშაოები 15 მისამართზე შესრულდა;
ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში, სხვადასხვა სახის 68 პროექტი განხორციელდა;

2021 წელს ექვს თვეში განხორციელებული პროექტებისთვის ჯამში, 8 225 920
ლარი დაიხარჯა.