ბაკურიანში მერის წარმომადგენლად ქეთევან ლონდარიძე დაინიშნა. იგი სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებას უკვე შეუდგა. ლონდარიძემდე დაბის წარმომადგენლის თანამდებობას გოჩა გობრონიძე იკავებდა, მან თანამდებობა ვადაზე ადრე დატოვა.
მერის ახლად დანიშნული წარმომადგენელი 1977 წლის 4 აპრილს ქალაქ ბორჯომში დაიბადა. 1994 წელს დაამთავრა ბორჯომის N1 საჯარო სკოლა. სწავლობდა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტზე. 1996 წლიდან ბორჯომის რაიონულ სასამართლოში სხდომის მდივნის პოზიციაზე მუშაობდა. 2005 წლიდან კი შინაგან საქმეთა სამინისტროში სხვადასხვა პოზიციებზე იყო დასაქმებული.