#ლექSOSთვის – ბათუმის საკრებულოს სხდომა ჟურნალისტების პროტესტის ფონზე დაიწყო

421

გადადგეს ირაკლი ღარიბაშვილი! დაისაჯოს ყველა დამნაშავე! – ამ მოთხოვნით პროტესტი ჟურნალისტებმა ბათუმში საკრებულოს სხდომის დაწყებამდე გამოთქვეს.

ჟურნალისტებმა დეპუტატების წინ ლექსო ლაშქარვას ფოტოები გამოიტანეს.

მედიის წარმომადგენლების თქმით, 5 ივლისს მედიის 53 წარმომადგენელს სცემეს, რის გამოც ბრძანების გამცემი, წამახალისებელი და მოძალადე პირების დასჯას ითხოვენ.

ასევე აცხადებენ, რომ ლექსო ლაშქარავას გარდაცვალების საქმე ობიექტურად უნდა გამოიძიონ.

შეგახსენებთ, რომ იგივე ფორმით მედიამ პროტესტი თბილისში, მთავრობის ადმინისტრაციაშიც გამოხატა. ჟურნალისტებმა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილეს სიტყვა შეაწყვეტინეს და უთხრეს, რომ არავის აქვს იქ დგომის მორალური უფლება.