სამგორის რაიონში, მესამე მასივში სკვერების მოწყობა/რეაბილიტაციის სამუშაოები ორ ლოკაციაზე მიმდინარეობს.
ზემო პლატოს მეორე მიკრორაიონის N21-23-25 კორპუსების მიმდებარედ მულტიფუნქციური დასასვენებელი სივრცის მოწყობის სამუშაოები ხორციელდება.
პროექტის შედეგად, დაახლოებით, 6 700 კვ. მ ფართობი მოეწყობა. სკვერში საბავშვო მოედანზე, სხვადასხვა ატრაქციონი განთავსდება, ასევე, ფიტნეს ზონები, დასასვენებელი პავილიონი, ურნები, საბაღე და საქანელა სკამები დამონტაჟდება, საფეხმავლო ბილიკები დეკორატიული ფილებით მოპირკეთდება. ტერიტორიაზე ველობილიკიც მოეწყობა.
პროექტისთვის სამგორის გამგეობის ბიუჯეტიდან 665 991 ლარია გამოყოფილი და მას კონტრაქტორი კომპანია „ალგე ჯგუფი“ ახორციელებს.
გამგეობა სკვერის რეაბილიტაციის სამუშაოებს ვარკეთილის მესამე მასივის მეათე კვარტალში, N6, N9 კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზეც ახორციელებს.