ბათუმში 5 სპორტულ მოედანს სრული რეკონსტრუქცია ჩაუტარდა. ინფორმაციას TV25 ავრცელებს.
მუნიციპალური სერვისების სააგენტოს ინფორმაციით, განხორციელებული სამუშაოების ფარგლებში, დაიგო ხელოვნური, მწვანე საფარი, გამოიცვალა კალათბურთის ფარები და ფეხბურთის კარები, ძველი ლითონის კონსტრუქციები შეიცვალა ახლით. მათივე ცნობით, წლის ბოლომდე, ასევე, 6 სპორტული მოედნის რეაბილიტაცია იგეგმება.