“მთაში რომ ავიყვანო პირუტყვი ორ ცხვარს მთხოვენ,” — ფერმერი მაჰმუდ აბალაშკარევა ამბობს, რომ ასპინძაში, სოფელ ტოლოში მთაში ცხვრის გაყვანის საშუალებას არ აძლევენ და ამისთვის ცხვარს თხოვენ.
მისი თქმით, მან უკვე მისცა ადგილობრივებს ორი ცხვარი და 50 ლარი, თუმცა, ისინი კიდევ ორ ცხვარს ითხოვენ. იგი ამჟამად სოფელ ტოლოშში იმყოფება. ამის შესახებ toktv.ge წერს.
“მთაში რომ ავედი გზაში დამხვდნენ და ორი ცხვარი და 50 ლარი გადავუხადე ხალხს. შემდეგ საქმე მქონდა და დავბრუნდი უკან და კიდევ ორი ცხვარი წამართვეს. იქ იყო პოლიციაც, მაგრამ არაფერი მოიმოქმედა. რომ იყოს სხვა ალტერნატივა წავიდოდი სხვაგან, 250-მდე ცხვარი დამეხოცა”, — ამბობს ის.
ცხვრის მოთხოვნის შემთხვევას უარყოფს ასპინძის მერის წარმომადგენელი სოფელში, დავით მიქელაძე. მისი თქმით, მოსახლეობის პროტესტი ცხვრების მიერ სოფლის დაბინძურებამ გამოიწვია.
“სოფელი ბინძურდება, ამის გამო აპროტესტებდნენ ადგილობრივები და სთავაზობდნენ რომ დიდი მანქანით გადაეყვანათ. ფულის და ცხვარის მოთხოვნის შემთხვევა არ ყოფილა”.
რწმუნებულისვე თქმით, ფერმერმა ცხვარი უკვე გაიყვანა სოფლიდან.