ისნის რაიონში, “ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის განვითარების ხელშეწყობის პროგრამის“ ფარგლებში, ნავთლუღში ხუთ მისამართზე სხვადასხვა სამუშაოები განხორციელდა:
ბერი გაბრიელ სალოსის გამზირი N137 – შიდა წყალარინების ქსელის რეაბილიტაცია;
ქეთევან დედოფლის გამზირი N91 – შიდა წყალარინების ქსელის რეაბილიტაცია;
მოსკოვის გამზირი N1 – შიდა წყალარინების ქსელის რაებილიტაცია
სახალხოს ქ. III ჩიხი N2 – ქანობიანი სახურავი და წყალსაწრეტი მილები;
ციხისძირის ქუჩა N27 – თბილისური ეზოს ტიპის სახლის გამაგრება;
პროექტები ისნის გამგეობის ბიუჯეტიდან 230 000 ლარით დაფინანსდა.
დასრულებული სამუშაოები ისნის რაიონის გამგებელმა კახა ლაბუჩიძემ დაათვალიერა და ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა.