კრწანისის გამგეობის მიერ, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში, ძველი სახურავები ახლით იცვლება.
ამ ეტაპზე, სამუშაოები სამ მისამართზე მიმდინარეობს:
🔸 რუსთავის გზტ; 12 ვ,გ
🔸 რუსთავის გზტ; N269 კორპ.10
🔸გორგასლის ქ. N111
ვაგზლის ქუჩა N15-სა და ვაგზლის ქუჩა N57ა-ში აღნიშნული სამუშაოები დასრულდა.
პროექტებისთვის, გამგეობის ბიუჯეტიდან 92 290 ლარია გამოყოფილი.
ბოლო წლების განმავლობაში, კრწანისში, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში, 295 პროექტი განხორციელდა, აქედან 87 მისამართზე ძველი სახურავი შეიცვალა.