ყოფილი პარლამენტარი, თენგიზ ხუბულური შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე გახდა

466

წინა სტატია

შიდა ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილედ ყოფილი პარლამენტარი, თენგიზ (თემურ) ხუბულური გახდა. ამის შესახებ რადიო მოზაიკა წერს.

დანიშვნის შესახებ ინფორმაცია გორის მერიის ერთ-ერთმა ა(ა)იპ-მა გაავრცელა.

აღნიშნულ თანამდებობაზე ხუბულურმა ამირან ქრისტესიაშვილი ჩაანაცვლა, რომელმაც თანამდებობა პირადი განცხადების საფუძველზე დატოვა.

ხუბულურს რადიო “მოზაიკა” რამდენიმე დღის წინ ესაუბრა, სადაც მან თანამდებობაზე დანიშვნის შესახებ ინფორმაცია არ დაადასტურა და აღნიშნა, რომ  საქმიანობას იქ გააგრძელებს, სადაც ამას გუნდი გადაწყვეტს.

ინფორმაციისთვის, ხუბულური პარლამეტნტარობის პერიოდში მდუმარე დეპუტატების სიაში მოხვდა, რაც იმას ნიშნავს, რომ საპარლამენტო ტრიბუნა არასოდეს გამოუყენებია.