თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ რუსიპირში მოსახლეობამ აქცია გამართა. მოსახლეობა შვიდი ჰექტარი საძოვრის, აუქციონზე გატანას აპროტესტებს. ამის შესახებ გამოცემა სპექტრი წერს.
ადგილობრივების ინფორმაციით, გასული წლის დეკემბერში, მიწას, რომელიც საძოვრად გამოიყენებოდა სტატუსი შეუცვალეს და აუქციონზე გასაყიდად გაიტანეს. მოსახლეობის პროტესტისა და საჯაროდ გამოხატული უკმაყოფილების შემდეგ, მიწების გასხვისების პროცესი დროებით შეჩერდა.
ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურის შემდეგ, სოფლის საძოვრები აუქციონზე ხელახლა გაიტანეს და მის დასრულებამდე ორი დღეა დარჩენილი.
აქციის მონაწილეებთან კახეთის სახელმწიფო რწმუნებული პირველი მოადგილე მივიდა.
ლევან ლილუაშვილის განმარტებით, ეკონომიკის სამინისტროში უკვე გაგზავნილია შუამდგომლობა, სადაც მოსახლეობის ინტერესების შესახებ დეტალურადაა აღწერილი.