შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილემ თანამდებობა დატოვა. ამის შესახებ რადიო მოზაიკა წერს.
ამირან ქრისტესიაშვილს აღნიშნულ გადაწყვეტილებაზე განცხადება არ გაუკეთებია. გუბერნიაში კი განმარტავენ რომ ის სამსახურიდან პირადი განცხადების საფუძველზე წავიდა.
ინფორმაციისთვის, ქრისტესიაშვილი აღნიშნულ თანამდებობაზე 2019 წლის მარტში მაშინდელმა გუბერნატორმა, გიორგი ხოჯევანიშვილმა დანიშნა. სამხარეო ადმინისტრაციაში იმ პერიოდში აცხადებდნენ, რომ ახალი მოადგილე განათლებით იურისტია და ის შიდა ქართლში დევნილეთა საკითხებზე იმუშავებდა.
ჯერჯერობით, უცნობია სად გააგრძელებს საქმიანობას და შეუერთდება თუ არა ყოფილი ხელმძღვანელის მსგავსად ისიც გიორგი გახარიას გუნდს.