ზუგდიდში სკვერიდან სკამები მოიპარეს

374

ზუგდიდში, ილია ჭავჭავაძის ქუჩაზე სკვერიდან, რომელიც ვეტერანთა ხეივნის სახელით არის ცნობილი, სამი სკამი მოიპარეს. ზუგდიდის მერიაში ამბობენ, რომ მომხდარზე ინფორმირებულები არიან და ფაქტის შესახებ პოლიციას აცნობებენ. ინფორმაციას რადიო ათინათი ავრცელებს.

„სამწუხარო ფაქტია. პრევენციის მიზნით კი განიხილება ვიდეოკონტროლი“, – გვითხრეს მერიაში.

ინფორმაციისთვის, ხეივანი 2019 წელს გაიხსნა. მოეწყო საფეხმავლო ბილიკი, გარე განათება, გამწვანება, ბორდიურები და ველო ბილიკი. ამისთვის რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან 252 581 ლარი გამოიყო.