30 ივნისს წმინდა შალვა ახალციხელის ხსენების დღეა, ამასთან დაკავშირებით ქალაქში სპორტული და კულტურული ღონისძიებები გაიმართება. გამოავლენენ საპატიო ახალციხელებსაც.
„ახალციხელობის“ დღესასწაულზე დაგეგმილი ღონისძიებები:
10:00 – 13:00 საათი – სადღესასწაულო წირვა წმინდა შალვა ახალციხელის სახელობის საკათედრო ტაძარში;
ახალციხის ციხე
14:00 – 17:00 ახალციხის სამხატვრო სკოლის მასწავლებელთა და მოსწავლეთა ნამუშევრების გამოფენა;
14:00 – 17:00 ხალხური რეწვის ოსტატების ნამუშევრების გამოფენა;
14:00 – 17:00 ახალგაზრდული საქმიანობის პრეზენტაცია;
14:00 – 16:00 შეჯიბრი ჭადრაკში, შაშში;
15:00 -16:30 საჩვენებელი გამოსვლები კარატეში;
16:00 – 16:30 სპორტულ შეჯიბრებებში გამარჯვებულთა დაჯილდოება;
16:30 – 17:00 ახალციხის მერის სტიპენდიანტთა დაჯილდოება;
17:00 – 18:00 საპატიო ახალციხელების დაჯილდოება;
18:00 –19:00 ადგილობრივი ანსამბლების და ინდივიდუალური შემსრულებლების კონცერტი;
პანდემიის გამო, გასულს წელს მსგავსი ღონისძიება არ გამართულა.