მეგრელიშვილი: „გირჩი“ საარჩევნო კოდექსში ცვლილებებს მხარს დაუჭერს

353

„გირჩის” ერთ-ერთი ლიდერის ვახტანგ მეგრელიშვილის განცხადებით, მისი პარტია საარჩევნო კოდექსში ცვლილებებს მხარს დაუჭერს.

როგორ მეგრელიშვილმა აღნიშნა, მიუხედავად იმისა, რომ კოდექსში შესატან გარკვეულ ცვლილებებს არ ეთანხმებიან, მიღწეული კონსენსუსის გამო ცვლილებებს შეუერთდებიან.

„ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ შარლ მიშელის შეთანხმება შესრულდეს. ეს ერთ-ერთი პუნქტია, რომელმაც არჩევნებისადმი უნდობლობა უნდა დაასრულოს.

მიუხედავად იმისა, რომ „საარჩევნო კოდექსში“ ცვლილები შევიდა, რომელსაც მაინცდამაინც არ ვეთანხმებით და არც ბედნიერები ვართ ამის გამო, იმ კონსენსუსის გამო, რომელიც არსებობს პოლიტიკურ მხარეებს შორის, ჩვენი გარკვეული პრეტენზიების მიუხედავად, შევუერთდებით და ამ ცვლილებებს მხარს დავუჭერთ“, – განაცხადა მეგრელიშვილმა.