ბორჯომის მუნიციპალიტეტში, ტბის ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენელი ზურა ლომიძე დაინიშნა. ინფორმაციას სამხრეთის კარიბჭე ავრცელებს.
ერთი წლის განმავლობაში აღნიშნულ პოზიციაზე ხელმძღვანელი მესამედ შეიცვალა. რაც შეეხება ბაკურიანს, აღნიშნული პოზიცია ამ დრომდე ვაკანტურია, მოვალეობას ტრისტან მეხრიშვილი ასრულებს.
თავდაპირველად, ტბის თემის ერთეულში მერის წარმომადგენელი 2020 წლის აგვისტოში შიცვალა, მაშინდელი ხელმძღვანელი მერაბ იობაშვილი ბორჯომის პარკის დირექტორად გადაიყვანეს, მის პოზიციაზე კი გოჩა სტეფნაძე დანიშნეს.
მიმდინარე წლის აpრილში სტეფნაძის ადგილი პავლე გეგეშიძემ დაიკავა. მან აღნიშნულ თანამდებობაზე დაახლოებით სამი თვე იმუშავა. მერიაში აცხადებენ, რომ ყველა მათგანმა თანამდებობა საკუთარი სურვილით დატოვა.
ტბის ადმინისტრაციულ ერთეულში შედის: ლიბანი, ტბა, პატარა ცემი, სადგერი და ცემი.
ზურა ლომიძის დანიშვნამდე აღნიშნულ თემში მოვალეობას სპეციალისტი ილია რევაზიშვილი ასრულებდა.