ზუგდიდში, კოსატავას ქუჩის რამდენიმე მონაკვეთზე საავტომობილო მოძრაობა შეზღუდულია

675

ზუგდიდში, მერაბ კოსტავას ქუჩაზე, გზის სარეკონსტრუქციო სამუშაოების გამო, დღეს, 09:00 სთ-დან რამდენიმე მონაკვეთზე გადაადგილება შეზღუდულია. ამის შესახებ ლაივპრესი წერს.

მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ავტომობილები კედიას ქუჩაზე მოსახვედრად იმოძრავებენ: რუსთაველის ქუჩა – გამსახურდიას გამზირი, თაბუკაშვილის ქუჩაზე-კოსტავას ქუჩა-კიტიას ქუჩა და ცალმხრივად ვახტანგ VI ქუჩის გავლით კედიას ქუჩაზე.

მერია შექმნილი დისკომფორტისთვის ბოდიშს უხდის მოქალაქეებს.

მეოთხე თვეა ზუგდიდის ცენტრში, კოსტავას ქუჩაზე გზის სარეკონსტრუქციო სამუშაოები მიმდინარეობს.

როგორც “ლაივპრესს” ზუგდიდის მერიაში განუცხადეს, სამუშაოები ცუდმა ამინდებმა შეაფერხა.

პრესსამსახურში ირწმუნებიან, რომ გზის მშენებლობა “ივლისის შუა რიცხვებში ან უფრო ადრეც” დასრულდება.