ხონის სოფელ ახალშენში წყალმომარაგების სისტემების მშენებლობა გრძელდება

327

წყალმომარაგების კომპანია რეგიონებში წყლისა და წყალარინების ინფრასტრუქტურის მოწყობას აქტიურად აგრძელებს, დასრულების ფაზაშია ხონის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალშენში სვანებისა და ფრანგების უბნის სტაბილური წყალმომარაგებისთვის საჭირო სამუშაოები.

წყალმომარაგების კომპანიის ინფორმაციით, სამუშაოების დასრულების შემდეგ, 700-მდე ადგილობრივი 24 საათიანი ხარისხიანი წყალმომარაგებით იქნება უზრუნველყოფილი. პროექტის ფარგლებში მოეწყობა წყლის სათავე ნაგებობა, ორი ჭაბურღილი და საქლორატორო.

„დღეის მდგომარეობით, ადგილობრივები წყალს ეზოში არსებული ჭების მეშვეობით იღებენ და სოფელში, წყალმომარაგების ცენტრალური სისტემა წლებია არ არსებობს. ზაფხულის პერიოდში, ჭაში არსებული წყლის დებიტი იკლებს, შესაბამისად, მოსახლეობას წყალმომარაგების კუთხით პრობლემები ექმნება“, – ნათქვამია ინფორმაციაში.