სოფელ გეგუთის N1 და სოფელ წყალტუბოს საჯარო სკოლების მოსწავლეები ახალი სასწავლო წლის დაწყებას თანამედროვე სტანდარტებით მოწყობილ ახალ სკოლებში შეძლებენ.
სკოლის შენობების პარალელურად მოწესრიგდა ინფრასტრუქტურა , მოეწყო სპორტული მოედნები, განახლდა ინვენტარი. მოხდა შენობების ადაპტაცია ინკლუზიური განათლების სრულფასოვნად განხორციელებისათვის, დამონტაჟდა გათბობისა და ვენტილაციის სისტემები. გაკეთდა სკოლებთან მისასვლელი გზები.
ახალ სკოლებში მოეწყობა სასწავლო ლაბორატორები, ბიბლიოთეკები, კომპიუტერული კლასები და სპორტული დარბაზები. თითოეული სკოლა გათვლილია 240 მოსწავლეზე.
სოფელ გეგუთისა და სოფელ წყალტუბოში თანამედროვე სტანდარტების საჯარო სკოლების მშენებლობისთვის ჯამში 7 მილიონი ლარი დაიხარჯა, პროექტები მუნიციპალური განვითარების ფონდიდან დაფინანსდა.