“ქართული ოცნების” და ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარის ყოფილი მოადგილე გიორგი გახარიას გუნდს შეუერთდა. ირაკლი მიქელაძე საქართველოში რამდენიმე დღის წინ დაბრუნდა. მიქელაძე აჭარაში ყოფილი პრემიერის პარტიას უხელმძღვანელებს.
ცნობისთვის, გიორგი გახარიამ პარტია “საქართველოსთვის” ოფისი დღეს ბათუმში გახსნა. გახარიას თქმით, ბათუმის ოფისს უხელმძღავნელებს ირაკლი თავდგირიძე, ხოლო აჭარის მიმართულებას — ირაკლი მიქელაძე.
შეგახსენებთ, ირაკლი მიქელაძემ ბათუმის საკრებულო 2019 წელს დატოვა.