მე საკრებულოს სხდომათა დარბაზში შევალ 21 ოქტომბრის შემდეგ და ვაჩვენებ, თუ როგორ უნდა მიწების გადაცემა,-ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მერობის კანდიდატმა ზაალ უდუმაშვილმა თბილისის საკრებულოში მიმდინარე პროცესებზე კომენტირებისას განაცხადა.
როგორც უდუმაშვილმა აღნიშნა, საკრებულოში ხდება უკანონობა, როდესაც საკრებულოს დეპუტატები ცდილობენ საჩუქრის სახით გადასცენ ბიძინა ივანიშვილს ქონება.
თითქმის საათნახევრიანი ხმაურის და დაპირისპირების შემდეგ თბილისის საკრებულოში სხდომა განახლდა. დარბაზში 29 დეპუტატი იმყოფება. კვორუმით 26 დეპუტატია საჭირო, შესაბამისად სხდომა მუშაობას შეუდგა.
წყარო: ინტერპრესნიუსი