სამეგრელოს ახალმა რწმუნებულმა გათავისუფლებული 2 თანამშრომელი სამსახურში აღადგინა

577

სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა, გიორგი გუგუჩიამ სამეგრელო-ზემო სვანეთში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის უფროსი ლაშა გვასალია და სამხარეო ადმინისტრაციის ადგილობრივ თვითმმართველობის ორგანოებთან ურთიერთობის სამსახურის უფროსის მოადგილე, გრიგოლ დაგარგულია სამსახურებში აღადგინა. ამის შესახებ რადიო ჰერეთი წერს. 

ინფორმაციას სამხარეო ადმინისტრაციაში რადიო თბილისთან ადასტურებენ.

ისინი ყოფილმა რწმუნებულმა მალხაზ თორიამ მიმდინარე წლის 11 მაისს გაათავისუფლა.

სამსახურიდან დათხოვნის მიზეზად, ორივე მათგანი ყოფილ პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიასთან მეგობრობას ასახელებდა.