დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის გადაწყვეტილებით, იძულებით გადაადგილებულ 768 ოჯახს დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო სოფლად სახლს შეუსყიდის. დევნილი ოჯახები სახლებს, საქართველოს ნებისმიერ რეგიონში, 6 თვის ვადაში, თავად შეარჩევენ.
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილის ილია ღუდუშაურის განცხადებით, “სოფლად სახლის” პროექტი, მთელი ქვეყნის მასშტაბით, წარმატებით ხორციელდება.
2022-2024 წლებში აღნიშნული პროექტის ფარგლებში, იძულებით გადაადგილებული 7 000-მდე ოჯახი განსახლდება.
დევნილი ოჯახების სია, რომლებსაც სააგენტო სოფლად სახლს შეუსყიდის.