ქუთაისის საქალაქო სასამართლოსთან ბაღდათში მცხოვრებლებმა აქცია გამართეს

494

ქუთაისის საქალაქო სასამართლოსთან ბაღდათში მცხოვრებლებმა აქცია გამართეს. ინფორმაციას ნიუპრესი ავრცელებს.

კურორტ საირმის მიმდებარედ მცხოვრებ 7 ოჯახს პროკურატურა მიწების თაღლითური სქემით მისაკუთრებას ედავება და საქმეზე ადგილობრივებს ბრალიც წარედგინათ. მოსახლეობა კი აცხადებს, რომ მამაპაპისეული მიწები საჯარო რეესტრის დახმარებით დაუმტკიცეს და კანონი არ ურღვევიათ.

ქუთაისის საქალაქო სასამართლოში დღეს ბრალდებულების მორიგი პროცესი გაიმართა, რომლებსაც ადგილობრივებმა სოლიდარობა გამოუცხადეს. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, ბაღდათის მუნიციპალიტეტში მცხოვრებლებს 6-9 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.

ბრალდებულებს სოლიდარობა პარტია გირჩის ლიდერებმა გამოუცხადეს.