“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრები დღეს აჭარის უმაღლესი საბჭოს სხდომას დაესწრებიან. ელგუჯა ბაგრატიონი, გიორგი კირთაძე, გია აბულაძე, მედეა ვასაძე, ლევან ანთაძე და მამული სურმანიძე აჭარის უმაღლესი საბჭოს სხდომაზე მივიდნენ.
უმაღლესი საბჭოს პლენარული სხდომა რამდენიმე წუთში დაიწყება.
დღევანდელ სხდომაზე პირველ ოპოზიციურ ფრაქციას დაარეგისტრირებენ. ფრაქციის თავმჯდომარე “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” აჭარის ორგანიზაციის წევრი ელგუჯა ბაგრატიონი, ხოლო მისი მოადგილე გიორგი კირთაძე იქნება.
უმაღლესი საბჭოს წევრები „მინისტრის საათის“ ფორმატში აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრს მოუსმენენ.
“ჩვენ ვაპირებთ საკანონმდებლო საქმიანობაში ჩართვას და აქტიურად ვგეგმავთ, მოსახლეობასთან ურთიერთობას“,- აცხადება მედეა ვასაძე.