აჭარის უმაღლესი საბჭოში 2022 წლის რესპუბლიკურ ბიუჯეტში შესატანი ცვლილებების განხილვა იწყება

344

უმაღლესი საბჭოში ,,აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის 2022 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის შესახებ“ კანონში შესატანი ცვლილებების განხილვის პროცედურები იწყება, –  ამის შესახებ ინფორმაციას აჭარის უმაღლესი საბჭო ავრცელებს.

საბიუჯეტო ცვილილებებს საკომიტეტო განხილვებზე აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი ჯაბა ფუტკარაძე წარადგენს.

„გადაწყვეტილება კანონმდებლებმა ბიუროს რიგით მე-11 სხდომაზე მიიღეს. კანონის პროექტი ბიუროს წევრებს საფინანსო-საბიუჯეტო და ეკონომიკურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე მარინე გვიანიძემ წარმოადგინა. განისაზღვრა წამყვანი კომიტეტი და განხილვის ვადები“,- ნათქვამია ინფორმაციაში.