დავით გაბაიძე: განათლება და საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის განვითარება, ჩვენი ერთ-ერთი პრიორიტეტია

339

მივესალმებით ყველა ახალ პროექტს, რომელიც საგანმანათლებლო მიმართულებით ხორციელდება. აჭარის უმაღლესი საბჭოს სახელით, გპირდებით, რომ ბიუჯეტის განხილვისას ყველა მსგავს ახალ წამოწყებას მხარს დავუჭერთ, ვინაიდან, განათლება და საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის განვითარება ჩვენი ერთ-ერთი პრიორიტეტია, – აღნიშნა აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ, დავით გაბაიძემ ბათუმში, ახალი საჯარო სკოლის მშენებლობის დაწყების საზეიმო ღონისძიებაზე.

აჭარის უმაღლესი საბჭოს ცნობით, პროექტით, რომლის ღირებულება დაახლოებით 7 მილიონი ლარია, 3-სართულიანი, სრულიად ადაპტირებული სკოლა 1 400 მოსწავლეზე იქნება გათვლილი.

მათი ინფორმაციით, კეთილმოწყობილ საკლასო ოთახებთან ერთად, დაგეგმილია სპორტული და სააქტო დარბაზების, ბიბლიოთეკის, სხვადასხვა დანიშნულების სივრცეებისა და ღია მოედნის მოწყობა. სამუშაოები 2024 წელს დასრულდება.

„ქალაქის ცენტრალურ ნაწილში, დემეტრე თავდადებულისა და ილია ჭავჭავაძის ქუჩების კვეთასთან, მშენებლობის დაწყების ნიშნად, შენობის საძირკველში სიმბოლური კაფსულის ჩაშვების ღონისძიებაში საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი მიხეილ ჩხენკელი, აჭარის უმაღლესი საბჭოსა და მთავრობის თავმჯდომარეები – დავით გაბაიძე და თორნიკე რიჟვაძე, უმაღლესი საბჭოს წევრები – ტიტე აროშიძე, დავით ბაციკაძე, აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრი მაია ხაჯიშვილი და ქალაქ ბათუმის მერი არჩილ ჩიქოვანი მონაწილეობდნენ“,-აღნიშნულია ინფორმაციაში.