ახალციხის მუნიციპალიტეტში სარწყავი სისტემა წესრიგდება

488

„საქართველოს მელიორაცია“ სამელიორაციო-ინფრასტრუქტურულ სამუშაოს აგრძელებს. ამჯერად სარემონტო-საექსპლუატაციო ღონისძიებები სამცხე-ჯავახეთში, ახალციხის მუნიციპალიტეტში მიმდინარეობს.

სოფელ ვალეს, პამაჯისგურკელისა და წრიოხის ტერიტორიაზე ხე-მცენარეებისა და ნატანი მასისგან, ჯამში, 3 კილომეტრი სიგრძის მაგისტრალური არხები იწმინდება.

სამუშაოების შედეგად, არხში წყლის გამტარუნარიანობა გაიზრდება, რაც მუნიციპალიტეტში დამატებით 50 ჰექტარი სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობის მორწყვას უზრუნველყოფს.

ქსელის მოწესრიგების სამუშაოს საქართველოს მელიორაცია საკუთარი ძალებით ახორციელებს.